04:51 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 10:03:26, 1312 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.

"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვდრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. საგარეო საითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმანებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალი საბანაძემ

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics