|
2019-01-18 18:29:28, 1371 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
საქართველოს მთვარობამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. კანონპროექტის მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლოს და გარკვეული შვება მოუტანოს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" შეწყვეტს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (25 825 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 438 397,11 ლარი), პენსიონერების (3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი), შშმ პირების (2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 400 522,93 ლარი), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების (1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 052 344,49 ლარი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების (135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი) მიმართ. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)