08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 18:23:44, 379 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერი გმირთა მოედანზე განთავსებულ საგანგებო შტაბს ეწვია და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი მოსაზრებით, სტიქიამ დღის წესრიგში ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხი დააყენა.

„აქტიურად განიხილება ზოოპარკის სხვაგან გადატანის საკითხი და მის ტერიტორიაზე კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება გაკეთდეს პარკი, პირობითად სოლიდარობის პარკი. კარგი დასასვენებელი პარკი უნდა გაშენდეს ქალაქის ცენტრში,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღესვე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი დაჩქარდება. მისივე თქმით, სტიქიამდე დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის გადატანის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics