08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:59:41, 354 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი: ქართველების სოლიდარობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი   თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. 
“ჩემთვის სამწუხარო იყო ინფორმაციის მიღება თბილისში მომხდარი საზარელი წყალდიდობის შესახებ, რომელმაც მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, პირადი საკუთრება, თბილისის ზოოპარკი და მისი ბინადარნი. მესმის თუ რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი  საქართველოსთვის და თბილისის მაცხოვრებლებისთვის.
დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრისათვის და ტრაგედიით დაზარალებული ყოველი პირი დროულ მხარდაჭერასა და დახმარებას იღებს. ეს საქართველოს მოსახლეობას  დამატებით ანუგეშებს ამ მძიმე წუთებში.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე ქართველი ხალხის სოლიდარობამ. მათი ერთსულოვნება და თბილისის მაცხოვრებლების სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა უზომოდ შთამბეჭდავია.
მინდა გულწრფელად მოგისამძიმროთ თქვენ და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს.   საქართველოს, როგორც ახლო მეგობარსა და პარტნიორს მსურს დავუდასტურო  გაერთიანებული სამეფოს ურყევი თანადგომა“ - ნათქვამია  დევიდ ლიდინგტონის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics