2019-01-18 12:40:34, 1975 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 იანვარს პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.
ვიზიტი ბრიუსელში შედგება და მის ფარგლებში პრეზიდენტი ნატო-ს და ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს შეხვდება.
როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ზურაბიშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებისას განხილული იყო 21-23 იანვარს ბრიუსელში დადგემილი ვიზიტის საკითხები და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.
ავტორი: ,