17:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 23:35:49, 1191 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე იაშვილის კლინიკაში მივიდნენ

იაშვილის კლინიკაში, სადაც ექვსი დაშავებული ბავშვია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მათ ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახვდათ.

ხელისუფლების წარმომადგენლები  კლინიკაში, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. იაშვილის კლინიკაში ასევე ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძეს და კახა კალაძეს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. მანამდე მთავრობის წევრები დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ და ვითარებას გაეცნენ. 

შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics