17:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 21:58:50, 1148 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის 4 ბავშვია - ისინი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის 4 არასრულწლოვანია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ისინი იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა.

ამ დროისთვის მინისტრი ღუდუშაურის კლინიკაში მიდის, სადაც ასევე რამდენიმე დაშავებულია მოთავსებული, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთექბას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამასთან, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics