17:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 21:26:37, 919 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, თბილისის მერი მივიდა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

დედაქალაქის მერი ადგილზე არსებულ ვითარებას მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად  ეცნობა.

ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებას სამი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

მანვე აღნიშნა, რომ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია და ჩამონგრეულ კორპუსში, სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, აფეთქების სიმძლავრემ ახლოს მდებარე კორპუსების მინები ჩაამსხვრია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics