17:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 12:54:44, 930 ნახვა

საზოგადოება
ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

16 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი.

"❄️ 18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში). თბილისში 16 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება. 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, იქროლებს ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღის საათებში +4 გრადუსამდე დაიკლებს. 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს", - წერია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics