|
2019-01-15 15:45:19, 6269 ნახვა
High - Tech
მთვარეზე პირველი მცენარე ჩინელებმა გაზარდეს
ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბამბის თესლი, რომელიც კოსმოსურმა მისიამ "ჩანიე-4"-მა მთვარეს "ბნელ მხარეზე" 2019 წლის 3 იანვარს დატოვა, ამოვიდა. თესლი სპეციალურ გარემოში იქნა მოთავსებული, სადაც ხელოვნური მიკროფლორა შეუქმნეს, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, კოსმოსურმა ზონდმა თესლის გააქტიურების ამსახველი ფოტოსურათები გადაიღო. "ეს კოსმოსის ათვისებაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია",-აცხადებენ ჩინელი ბიოლოგები, რადგანაც აქამდე ეს მხოლოდ თეორიის დონეზე იყო განხილული, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ მთვარე გრძელ კოსმოსურ მოგზაურობებში ერთგვარ ჰაბად შეიძლება იქცეს. თუ მთვარეზე ბიოლოგიური მასალის გამოყვანა ან სინთეზირება იქნება შესაძლებელი, ეს კოსმოსურ მისიებში ძალიან დაგვეხმარება - მიიჩევენ სპეციალისტები, რადგანაც მასიური კოსმოსური ჰომალდისთვის ყველაზე რთული პროცესი, სწორედ ატმოსფეროში შესვლაა. "თუ მთვარეზე ერთგვარი მარაგების შესავსები პუნქტის გაშენება იქნება შესაძლებელი - ეს გრძელვადიან კოსმოსურ მისიებში ძალიან დაგვეხმარება", - ამბობენ სპეციალისტები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)