18:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 15:24:33, 1532 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტრის კარი ჩაკეტეს

სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტრის კარი ჩაკეტეს.

მღვდელმთავრები ტაძარში არავის უშვებენ. დილიდან ტაძარში მისული მლოცველები და უცხოელი ტურისტები უკან ბრუნდებიან.

როგორც ცნობილია, ტაძრის კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. სასულიერო პირი დღეს ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა.

 ტაძრის დაკეტვის მიზეზად, ტაძრის წინამძღვარსა და გარე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება სახელება.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარი მათ არ ხვდება და სასაუბროდ მხოლოდ ბერები გამოდიან.

„მამა კონსტანტინეს, წინამძღვარს არ სურს აქ რომ გარემოვაჭრეები იყვნენ. წერილიც ჰქონდა მერიასთან მიწერილი, რომ უნდოდათ ჩვენი გაყრა და თვითონ უნდოდათ აქაურობის მართვა. პირიქით, რომ მამაომ მოგვიწოდოს ჩვენ რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს, დაგვლოცოს და ვიმეგობროთ, ამის მაგივრად გადევნა უნდა აქედან ჩვენი და ჩვენნაირი ხალხის, ყველას, ვინც გარემოვაჭრეა. ჩვენ ვიყავით მისული მამაოსთან, რომელიც არ შეგვხვდა.  ასეთი პასუხი გაგვცეს, იქ მორჩილები არიან, რომ თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო. პასუხი მივიღეთ ასეთი. აქედანა არც ერთი მოვაჭრე წამსვლელები არ ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარე-მოვაჭრემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics