|
2019-01-14 12:18:12, 1637 ნახვა
კომენტარი
ბესელია - მიზანი მიღწეულია, ამად ღირდა ჩემი გადაწყვეტილება და მეორეხარისხოვანია, ვინ ვის რას დააბრალებს
ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მიზანი მიღწეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან განმარტა, პირველი ეტაპის ამოცანა იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია განხილული არ ყოფილიყო იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა, პირველ რიგში, მინდა ყველაზე მთავარი საკითხით დავიწყო, ეს გახლავთ პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს, სიას ამ საკითხის განხილვის პროცესს და მთლიანობაში რეალობას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. ეს არის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლო კვირას. არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე და მიღებული გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა შერჩევის პროცესი, ასეთ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და პოზიციაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ, იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, რომ ამად ღირდა ყველაფერი, ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ყველა იმ ამომრჩევლის მაღალი ინტერესი. ეს პროცესი, რაც ახლა ჯანსაღი, ეს არის კარგი და მე მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ამას ვინ ეთანხმებოდა ან არ ეთანხმებოდა მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის. ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც თანამოაზრეა ამ პროცესში. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ პროცესს. მთავარია, ეს სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ“, - განაცხადა ეკამ ბესელიამ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)