|
2019-01-12 11:46:45, 1632 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მოსამართლეების სიის გაწვევა შეუძლებელია - შემუშავდება პროცედურა, რომელსაც წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება
კობახიძე - მოსამართლეობის სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია, შემუშავდება პროცედურა, რომელსაც კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება „მოსამართლეობის სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია - შემუშავდება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არის წარმოდგენილი ხელისუფლების სამივე შტო და ეს ჯგუფი შეიმუშავებს კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესს. ამასთან, კობახიძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმება. „გვქონდა შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ბატონ გიორგი მიქაუტაძესთან, ვისაუბრეთ დეტალურად იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ზოგადი განცხადება ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ავღნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერეიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წავმართავდი მე. აქ არიან წარმოდგენილი პარლამენტის წევრები. ზოგადად, სამივე შტო არის ხელისუფლების წარმოდგენილი, მათ შორის პარლამენტის წევრები, ასევე აქ არის წარმოდგენილი მთავრობა, იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო კორპუსი, სასამართლო ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის საბჭოს უკლებრივ ყველა წევრი. აქ არიან ასევე წარმოგენილი საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც არის შესაძლებელი მსჯელობა პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს პროცედურა, კრიტერიუმები, რა დონის საკანონმდებლო აქტით და ასე შემდეგ, ამაზე რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგმოს და ჩაინიშნოს და დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურებსა და კრიტერიუმებზე და ეს ყველაფერი იქნება მსჯელობის საგანი. ზოგადად, მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროცედურა არის პოლიტიკური პროცედურა და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური, შესაბამისი კონსტიტუციური-სამართლებრივი პროცედურისათვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ, თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველაფერს ექნება ერთგვარი უკუძალა, იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, იურიდიულად არის შეუძლებელი კანდიდატთა სიის გაწვევა, ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პორცედურასთან. იქნება ეს მოსამართლეთა წარდენა, მთავორობის ან თუნდაც გენერალური აუდიტორის წარდგენა. შესაბამისად გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ის რაზეც ასევე გვქონდა დღეს საუბარი, რომ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა ასევე იმ კანდიდატებისთვის, რომელბიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - აღნიშნა ირალი კობახიძემ
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)