2019-01-11 13:56:08, 1512 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა.
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე - 12 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.
სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები, 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა
ავტორი: ,