|
2019-01-11 10:41:20, 2909 ნახვა
მსოფლიო
პომპეო: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ისტორიულ მიღწევად უწოდებს, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. „6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა, რადგან უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. ამ ღირსშესანიშნავ მომენტში, ამერიკა ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევ მხარდაჭერას“. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას, მართონ თავიანთი რელიგია მათი რწმენის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე",-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)