15:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 15:08:48, 342 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა დაჩქარდება

„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი დაჩქარდება“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  ჟურნალისტებს ახალი ზოოპარკის საკითხის   კომეტირებისას  განუცხადა. 
მისივე თქმით, ზოოპარკის გადატანის თაობაზე მუშაობა უკვე  დაწყებული იყო. 
„ზოოპარკის გადატანის თაობაზე ჩვენ მუშაობა უკვე დაწყებული გვქონდა. ძაღლსაშენი უკვე მზად იყო და იქ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადავიყვანეთ ძაღლები და მიმდინარეობდა სხვა ტიპის ვოლიერების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ დავაჩქარებთ ამ პროცესს, რადგან ზოოპარკის  დატოვებას იმ ადგილზე უკვე აზრი აღარ აქვს. 
ამიტომ ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამისთვის კონკრეტული ტერიტორია შერჩეულია და გამოყოფილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ახალ ზოოპარკთან დაკავშირებით მიერიაში ორი პროექტი არსებობდა.
„არისებობდა  ორი სხვადასხვა პროექტი, რომელიც თბილისის  მერიაში ჩვენამდე იყო მომზადებული და ინახებოდა. ერთი უშუალოდ მერის დაკვეთით, მეორე პროექტი კი ფონდ „ქართუს“  მიერ არის მომზადებული, როგორც პირველად გადაუდებელ სამუშაოებს მოვრჩებით დავსხდებით სამომვალო განვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, თუ რა გზით და რა პროექტით ვიმუშავებთ“,-აღნიშნა ნარმანიამ.  ნარამნაიმ.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებთან შეხვედრისას ცალვე იქნება  გამოყოფილი ზოოპარკის პროექტთან დაკავშირებული საჭიროებები და დაკარგული ცხოველების მხარდაჭერის კომპონენტი. 
ამასთან,  დავით ნარმანიამ დასძინა, რომ დიპლომატიური მისიები აღნიშნული საკითხით დაინტერესებულნი არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics