18:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 13:47:51, 1248 ნახვა

საზოგადოება
სავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ33-კიროვაკანი-კუმურდოს გზაზე.

ხოლო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი და ნამქერები) გამო, მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics