|
2019-01-06 13:37:29, 1106 ნახვა
საზოგადოება
გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია. „მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას. „ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)