02:05 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 15:35:17, 1719 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე , რომ ამაზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, როგორც მდინრაძემ განმარტა, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

„ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არაპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics