2018-12-31 11:29:38, 1722 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: ივანიშვილი თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას
„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს „პლასმასის თავჯდომარე“ უწოდა.
„ჩვენმა პლასტმასის თავმჯდომარემ შაბათ-კვირას კიდევ გაგვაოცა განცხადებებით და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ კომიტეტს თავისი მისია შესრულებული აქვს. იმიტომ, რომ ეკა ბესელიამ უკვე შეაჩერა უსამართლო სამართლის დანერგვა და დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე ღრმა პრობლემაა, ვიდრე კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ავტორი: ,