|
2018-12-29 12:29:29, 2130 ნახვა
პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: პარლამენტს ისეთი მოსამართლეები უნდა წარედგინოს, რომელთაც იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ
„მივმართავთ პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგონოს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პარლამენტმა შეძლოს ღირსეული მოსამართლეების არჩევა. ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი მოსამართლეები უნდა წარადგინოს, რომელთაც ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა. „ჩვენთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის თავჯდომარე ხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ისე, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და არ ითვალისწინებს ჩვენ პოზიციას. დღეს ჩვენ კვლავ ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან თანამშრომლობით შეიქნება ისეთი პროცედურები, რომლებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არ შეცვლის არაფერს. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და რომელიც პარლამენტს მისცემს შანსს აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. მიგვაჩია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი მოსამართლეები უნდა წარადგინოს, რომელთაც ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა, თუ ვინმეს მართლა უნდა რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგონოს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. როგორც მოგეხსენებათ დღეისათვის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნისას ორი-მესამედით, რასაც 10 ხმა სჭირდება. ბოლო შეხვედრაზე თქვენ ნახეთ რომ მურუსიძის გასაუბრებაზე პროცესი წარვმართეთ მთლიანად მე და ანა დოლიძემ, თუმცა გადაწყვეტილებაზე ჩვენ გავლენა ვერ მოვახდინეთ, რადგან მათ ორი-მესამედით მიიღეს გადაწყვეტილება, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც უზენაესი სასამრთლოს კანდიდატურის წარდგენა ხდება კონსესუსით, ანუ ყველა წევრის თანხმობით იქნას გადაწყვეტილება მიღებული და ეს იყოს ღია დისკუსიის საფუძველზე გაკეთებული“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)