00:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 16:47:37, 1516 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა ამ ყველაფერს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის, ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გაუგებარია. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბესელიას მიერ დასახელებული მიზეზი არალოგიკურია, რადგამ კანდიდატების განხილვა გუშინ საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. 

"ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში. პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, რომელსაც პარტიის თავჯდომარე ესწრებოდა, სადაც განხილული იყო როგორც პროცედურა, ისე საუბარი იყო კანდიდატებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესის მოსამართლე. ჩემთვის გაუგებარია ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა გადადგომა ამ ყველაფერს, ლოგიკური საფუძველი არ ჩანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics