00:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 16:05:37, 1500 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე - კობახიძე ბესელიას დაჟინებით სთხოვდა მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას - ეკამ კი, პროცესი შეაჩერა

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ კოლექტიურ ზარდიაშვილებსა და ეკა ბესელიას შორის“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურალისტებს განუცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერდა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სხდომის დანიშვნას ჩქარობდა, თუმცა ეკა ბესელიამ მას გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ კოლექტიურ ზარდიაშვილებსა და ეკა ბესელიას შორის. კობახიძე დაჟინებით სთხოვდა, რომ ხვალ ჩატარებულიყო კომიტეტის სხდომა და ყოფილიყო წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა. ეკამ თავისი გადადგომით გააჩერა ეს პროცესი. ბიუროს დღის წესრიგს ადგენს თავმჯდომარე, შესაბამისად, ბიუროზე იყო მოთხოვნა, რომ ხვალ ყოფილიყო მოსმენა. როდესაც მიხვდა, რომ ბესელია ამას არ დანიშნავდა, სასწრაფოდ გამოვარდა და მიიწერა ესე, რომ თითქოს, მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, დღე და ღამე ფიქრობდნენ, რომ ელოდებოდნენ ამ დღეს, როდის მიულოცავდნენ ახალ წელს ჩვენს მოსახლეობას ამ უსამართლო მოსამართლეების დანიშვნით“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics