|
2015-06-15 21:11:37, 350 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს ამ მიმართულებით მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)