03:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 11:31:56, 2218 ნახვა

ეკონომიკა
GAU-ში „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი დასრულდა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" სტარტაპკურსი დასრულდა. ფინალურ ეტაპზე 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა 6-მა გუნდმა კურსის განმავლობაში მომზადებული სტარტაპ-პროექტები ჟიურის პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული III-IV კურსის სტუდენტების მოფიქრებული სტარტაპ-იდეა - „მარტივი" გახდა, რომელიც სხვადასხვა წვნიანისა და სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ყუთს გულისხმობს.

კვების მოძრავი ობიექტი ბორბლებზე, ფასდაკლებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი აპლიკაცია, Dog friendly cafe, ექსკურსიების დასაგმემი ვებ-საიტი, ბანქო და საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში - ეს ის დანარჩენი პროექტებია, რომლებიც სტუდენტებმა დამსწრე აუდიტორიასა და ჟიურის გააცნეს.

ორთვიანი სტარტაპკურსის განმავლობაში GAU-ს სტუდენტებმა ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პროფესიონალი მენტორებისგან მიიღეს. სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის სესიებს ესწრებოდნენ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას მოიცავდა - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიეღოთ მათგან რჩევები, რეკომენდაციები და დასწრებოდნენ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემების გარშემო.

სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება და მათთვის ინსპირაციის მიცემა იმისთვის,  რომ იდეები რეალობად აქციონ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტამდე სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics