|
2018-12-21 17:05:59, 1337 ნახვა
სამართალი
გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე - ვფიქრობ, უნდა დაიწყოს გამოძიება სამოხელეო გადაცდომებზე და მზად ვარ, პირველმა მივცე ჩვენება
„მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე რაც მოხდა და მზად ვარ, როგორც კი დაიწყება გამოძიება სამოხელეო გადაცდომებზე, პირველმა მივცე ჩვენება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა დროებით საგამოძიებო კომისიასაც ეკისრება, რომელმაც მისი შეფასებით, ვერ დაადასტურა, იყო თუ არა გადაცდომა მოხელეების მხრიდან. „ხორავას ქუჩის საქმე უმძიმესი თემაა არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, არამედ ქვეყნისთვის. აქ საუბარი უფრო ვრცლად მოგვიწევს. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა იყო განზრახ არ ჩატარებული, იქონია ამან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არა და აქედან გამომდინარე, მეც მზად ვარ ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი დაიწყება, და ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხიმსგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან გადაცდომა იყო თუ არა, კომისიამ სამწუხაროდ ეს ვერ დაადასტურა“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)