2018-12-21 15:32:00, 1543 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: გახარიას სიმბოლო იქნება ჩაცუცქული კრიმინალები ქუჩაში
„გახარიას სიმბოლო იქნება ჩაცუცქული კრიმინალები ქუჩაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ძალადობრივი და კრიმინალური ხერხით ჩატარება.
„გახარიას სიმბოლო იქნება ჩაცუცქული კრიმინალები ქუჩაში, გვერდით საპატრულო მანქანები და მსხვილფეხა კრიმინალები, არჩევნების ძალადობრივი და კრიმინალური ხერხით ჩატარება. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა მოისპოს სუს-ი და შს სამინისტრო როგორც ჟანდარმი, როგორც პოლიტიკური პოლიცია, რომელიც ერევა არჩევნებში, ზემოქმედებას ახდენს ოპოზიციაზე და ემსახურება ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას და არა წესრიგს და კანონიერებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ,