07:20 - 01 May, 2026
|
2018-12-21 13:34:01, 3809 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 000-მდე ჯარისკაცის გაყვანას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტს ავღანეთიდან დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცის გაყვანა სურს. ამ დროისთვის ავღანეთის მისიაში 14 000 ამერიკელი სამხედროა ჩართული. მედიის ცნობით, სამხედროების გაყვანის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს და ამ პროცედურას რამდენიმე თვე დასჭირდება. თეთრი სახლის ლიდერმა კონტინგენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 2 დღის წინ მიიღო და შესაბამისი ბრძანებაც უკვე გასცა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს. ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა ამერიკის ჯარების გაყვანა სირიიდანაც გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)