07:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:18:36, 1306 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს, ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში სამშაბათს გამოკითხავენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია   სამშაბათს გამოიკითხება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შენგელიას, პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან  დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და  პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს.

„ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს  მომართა და მის განცხადებაში დასახელებული  გარემოებების და  თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, 9 დეკემბერს, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics