|
2018-12-20 12:39:40, 1754 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას დაიბრუნებენ
31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან, რაც მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, 2018-2020 წლებში, მეწარმეებს მილიარდნახევარი ლარი დაუბრუნდებათ. „ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას. წელს, 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს არის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ. იცით, რომ ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი, როდესაც ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თევა გასული, უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ორჯერ არის მცირე მეწარმეების ბრუნვა გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, მეწარმეების რაოდენობა ამ რეფორმის შემდეგ საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და მინიმუმ გაორმაგდება მომდევნო წელს. ჩვენ გვაქვს სხვა ინოვაციური რეფორმებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან. ჩვენ ვართ კიდევ უფრო მეტად მოწადინებული, რომ გადასახადების დონე განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის, კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო უკვე მსოფლიო ხუთეულში შედის დაბალი გადასახადების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის ამოცანაა, საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)