23:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:06:20, 1286 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს - ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევაა

„ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას, ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაყავს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ყოველ დღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას, ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ყველა ტრიბუნას და ყველა პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი, ჩვენი ხმა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივენეული გამოწვევა იქნას დაძლეული. ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე, არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ინიციატივა, რომელსაც ქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics