2018-12-19 19:13:32, 1690 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობას და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთთან. მოუთმენლად ველი მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის რიგ საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში მტკიცე თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის ავღანეთში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიაში და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

ავტორი: ,