2018-12-19 14:08:10, 1508 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა და ეკა ბესელიას შეხვდა
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა.
იგი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა მეგობრული იყო და ბევრი საკითხი განიხილეს.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. როცა, ქალბატონი სალომე დეპუტატი იყო, ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო მისი სამუშაო ოთხი. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი ეს არის მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი", - აღნიშნა ბესელიამ.
თავად პრეზიდენტს შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი: ,