|
2018-12-17 17:27:55, 1154 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში კონფერენცია „სამართალი და ტექნოლოგიები“ გაიმართება
18 დეკემბერს, 10:45 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #3) კონფერენცია სახელწოდებით „სამართალი და ტექნოლოგიები" გაიმართება. ღონისძიება იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოს ,,CCLA"-ს ინიციატივით იმართება. აღნიშნული კომპანიის პროექტი ,,ლობოტი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ,,ლობოტი" პირველი ქართული იურისტი ბოტის შექმნას ითვალისწინებს. კონფერენციაზე გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაც შედგება. კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქმის ელექტრონული განაწილება და ელექტრონული რეგისტრაცია სასამართლოში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საჯარო რეესტრში, ციფრული ხელმოწერის დანერგვა, ონლაინ მედიაცია და სხვა.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)