21:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 17:04:47, 1136 ნახვა

პოლიტიკა
კახეთში მომხდარი დაპირისპირება, ბიუროს სხდომაზე კამათისა და დებატების თემა გახდა

გუშინ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, კახეთის რეგიონში მომხდარი დაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათისა და დებატების თემა გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს სწრაფი რეაგირება მოხდეს ფაქტზე, როცა თელავში მოხდა იმ მანქანაზე თავდასხმა, სადაც პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ქალი დეპუტატების მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ასევე, ძალადობაში ადანაშაულებს ოპოზიცია მმართველ გუნდს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გუშინ ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაარღვია კონსტიტუცია, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილებისა და აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა.

„თქვენ გყავთ გადამალული პრეზიდენტი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე, იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, აგებენ ყველანი პასუხს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისმა ამ განცხადებებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

ეკა ბესელიამ ვიცესპიკერს მოუწოდა, რომან გოცირიძისთვის მიკროფონი გამოერთოთ.

ამასთან, მან ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას გუშინდელ ქმედებებს „სამაგალითო“ უწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებზე, თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავაზე თავდასხმის ფაქტზე საჭიროა სწრაფი რეაგირება.

„ათასობით კილომეტრები რომ გვაშორებს ერთმანეთთან, ეს კარგად ვიცით. ვიდრე დაგვიდგენთ წესებს და დაგვიდებთ პირობებს, არც ერთ განცხადებაში არ დაგიგმიათ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების მხრიდან პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. სხვათაშორის, ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი: როგორც ჩანს, ამას წინ უძღოდა ჩვენი კოლეგის პარლამენტიდან მითითება, რომ სწორედ ამ, პარლამენტის მანქანის მიმართ შეიძლებოდა აგრესიის გამოხატვა. მეც ვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება“, -  აღნიშნა ეკა ბესელიამ.

თამარ ხულორდავას თქმით, მას რომან გოცირიძემ დემაგოგი უწოდა.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, აქტივისტებმა დეპუტატების ავტომობილი დააზიანეს და პარლამენტის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას აპირებდნენ.

„მე არ მითქვამს, რომ თქვენ დააორგანიზეთ ეს. მე ამას არ ვიტყვი, არავის არაფერი განუმუხტავს, იქ ერთადერთი, რამაც განმუხტა სიტუაცია, იყო ჩვენი ადეკვატური რეაქცია. ძალიან სამარცხვინო ფაქტი იყო და კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ამის გამართლებას ცდილობს ჩვენი კოლეგა“, - აღნიშნა ხულორდავა.

თავის მხრივ, გოცირიძემ განაცხადა, რომ  რომ აქციაზე დაშავდა ადამიანი და მის დაზიანებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 200 ლარიანი საქარე მინის დაზიანებას ადარებენ.

„დემაგოგები ხართ და ღირსი იმის, რასაც გიწოდებენ“,- განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics