|
2015-06-15 15:03:46, 337 ნახვა
პოლიტიკა
პრეს-სპიკერი: ამ გაჭირვების ჟამს ევროკავშირი საქართველოს უპირობო სოლიდარობას უცხადებს
საქართველოში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ევროკავშირი საქართველოს უპირობო სოლიდარობას უცხადებს და ქვეყნის დასახმარებლად, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად მზად არიან. "ამ გაჭირვების ჟამს ევროკავშირი მხარში უდგას და უპირობო სოლიდარობას უცხადებს საქართველოს. ჩვენ ვწუხვართ თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში უწყვეტი წვიმიანობით გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთა გამო და თანავუგრძნობთ დაზარალებულებს. სწრაფი რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი უწყვეტად ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ ქვეყნის დასახმარებლად სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, გამოიწვია დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და ძირითადი მომსახურების შეჩერება",-აღნიშნულია მათ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)