2018-12-16 19:01:02, 1433 ნახვა
პოლიტიკა
ოგტაი ასადოვი - დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს
„საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს. გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და სიკეთეს ვუსურვებ“, -ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა ოგტაი ასადოვმა განაცხადა, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უნაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.
ოგტაი ასადოვი საქართველოს დღეს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის უნაუგურაციის ცერემონიის ფარგელბში თელავში ჩატარებულ ღონისძიებეში.
აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.
ავტორი: ,