|
2018-12-15 20:16:49, 4813 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს
უკრაინის ეკლესიის მეთაურად არჩეულია უკრაინის პატრიარქყოფილ ფილარეტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ეპიფანე. მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს. ხმის მიცემა ორ ეტაპად გაიმართა. ეკლესიების გამაერთიანებელი კრება კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი დაესწრო. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირი ახლაც არის შეკრებილი. მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)