20:09 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:56:37, 1648 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში ცვლილება შევიდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს და თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს.

"პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც გაწერილი იყო 2001 წელს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება.

ეს ცვლილებაც გაგრძელებაა იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics