02:54 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 11:27:14, 1984 ნახვა

ეკონომიკა
მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება

მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისა და თვითსწავლების მასალების დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, შედგა დისკუსია თემაზე: „გამარტივებული სტანდარტის მოსალოდნელი სარგებელი საწარმოების შემდგომი განვითარებისთვის".

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ.

 IV კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტი 2018 წლის ივნისში დამტკიცდა და ეტაობრივად დაინერგება. იგი ხელს შეუწყობს: კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესებას, უფრო რთულ ანგარიშგების სტანდარტზე გადასვლის გამარტივებას, ადმინისტრაციული ტვირთის/ხარჯების შემცირებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას,  უფრო სრულყოფილი და ზუსტი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინვესტორებისთვის, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებისთვის, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის.

ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის ორგანიზებით (UK Good Governance Fund/GGF) გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული ორგანიზაციები, ასოციაციები, სავაჭრო პალატები და ბენეფიციარები. ასევე, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics