|
2018-12-13 11:50:28, 1619 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა
თიბისი კაპიტალის მერ მომზადებული კვლევა, კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ, პირველი საინვესტიციო ანალიზია ამ სექტორისთვის. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე კომპანიებისა და ინვესტორების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი. „ამ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია, შესაბამისად, ბანკისთვის აღნიშნული სექტორი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც, თიბისი მუდმივად სთავაზობს სექტორის მონაწილეებს, როგორც მათ მოთხოვნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურეობას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ. ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას, ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს, საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნული სექტორის ზომა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 16% ეკავა ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეებს. „ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს საკმარის საფუძველს, რომ განვსაზღვროთ სექტორის ზრდის პოტენციალი. ჩვენი პროგნოზით, სექტორი გაიზრდება 11 მილიარდ ლარამდე შემდეგი ექვსი წლის მანძილზე, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება იგივე პეირიოდში“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის კვლევისა და საბროკერო დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ცხადაიამ. „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.
(R)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)