|
2018-12-12 21:09:51, 1333 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების აუთვისებლობის მიზეზებზე. „თუ არის სესხი და პროექტი დაგვიანდა, არაფერი არ ხდება, ესე ვთქვათ, კატასტროფული. ეს სესხი არსებობს, საკრედიტო ხაზი არის და მომავალ წელს, როგორც კი დაიწყება პროექტი, მას შესაბამისი დაფინანსება ექნება. წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ სახლს და ბანკიდან იღებთ სესხს. თუ იმ ტემპით არ წახვედით და ჩამორჩენა გაქვთ ერთი თვე, ეს საკრედიტო ხაზი არ იკარგება, სესხს აიღებთ იმ თვეში, როცა განაგრძობთ მშენებლობას. ხომ არ იქცევით ისე, რომ სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ სესხს, ვთქვათ, რესტორანში ხარჯავთ? ზუსტად იგივე მოდელია, როცა ვსაუბრობთ 269 მლნ ლარის აუთვისებლობაზე. ეს თანხა გამოყოფილია კონკრეტული პროექტების მშენებლობისთვის. პროცესი დაგვიანდა, ჩაიშალა ტენდერი, იქნება თებერვალში და ის სესხი მოხმარება სწორედ ამ პროექტს. ამიტომ არ შეიძლება სესხით მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერია ხომ იცით?" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით გადაანაწილებს. „ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომ თუ ეს პროექტი დაგვიანდა რა არის შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და რესურსს მივმართავთ იქით და ესეც სწორი პრაქტიკაა. ეს პრინციპი იქნება დაცული და ეს არის ერთადერთი სწორი პრინციპი - კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს მიმდინარე დანახარჯებში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მიმდინარე ვალდებულება ჩვენ შეუსრულებელი არ დაგვრჩენია, პირიქით, შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით გავზარდეთ დაფინანსება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)