02:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 19:56:58, 1784 ნახვა

ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო პურის ფასის ზრდაზე - ბაზარზე არსებულ ვითარებას უმოკლეს ვადებში შევისწავლით

კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას შეისწავლის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს.

„საქართველოს პრემიერ მინისტრის - მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში,  ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას  და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს.

 საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics