18:51 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 19:00:16, 1392 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - სასოფლო-სამეურნეო მიწა, დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე არ დარეგისტრირებულა

„დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის გამო, ათასობით ადამიანმა იუსტიციის სახლში ვერ შეძლო დროული მომსახურების მიღება.

 „მე მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. მორატორიუმის კანონი ნაწილობრივ გააუქმა დ ანტიკონსტიტუციურად ცნო, ნაწილობრივ, რადგან მორატორიუმი ანტიკონსტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ ფიზიკური პირების, ანუ უცხოელების ნაწილში. დღეს ჩვენ ვიხილეთ  ვნებათა ღელვა, ვიხილეთ საპროტესტო აქციები იუსტიციის სახლთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველას, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, რადგანაც ჩვენ  როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს ეჩქარება, სამშობიაროში მეუღლესთან დაბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს.  ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო და არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. კონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics