02:10 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 17:44:28, 1321 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის 2018 წლის შედეგები

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეებისა და ბიზნესგეგმების ეტაპების შემდეგ გამოვლინდა 917 გამარჯვებული მეწარმე, რომლებიც წლის ბოლომდე  თანადაფინანსების სახით 8 300 000 ლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული აპლიკანტების 45% ქალი მეწარმეა. დაფინანსებულ პროექტებს შორის არის:  საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება; საოჯახო სასტუმრო; საფეიქრო საწარმო; მეტალის/ხის/პლასტმასის საწარმო; კვების ობიექტი; ავტო-ტექ მომსახურება/ვულკანიზაცია; ხელნაკეთი ნივთების საწარმო; სამედიცინო მომსახურება; ტურისტული მომსახურება; სამშენებლო მასალის წარმოება; სილამაზის და ესთეტიკის სალონი; მეღვინეობა; სხვადასხვა სახის სასწავლო ცენტრი.

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო  საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აპლიკანტი ვერ ახერხებს დაფინანსების მოპოვებას, დღეისათვის, აღნიშნული პროგრამის დახმარებით, ბიზნესგეგმის დაწერისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გადამზადება გაიარა 16 000-მდე აპლიკანტმა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი. აღნიშნული 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება და წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებულია 9 203 ბენეფიციარი, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ. ლარზე მეტია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics