|
2018-12-08 18:12:25, 3880 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - პარიზში ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“ მიყვარს საფრანგეთი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „პარიზის შეთანხმება კლიმატის შესახებ საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. პროტესტმა და შეტაკებებმა მთელი საფრანგეთი მოიცვა. ხალხს არ უნდა დიდი თანხის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“ მიყვარს საფრანგეთი“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. საწვავის გაძვირების გამო, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები შეტაკებებსა და დარბევებში გადაიზარდა. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხოლო აქციის მონაწილეები ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ. აქციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს, ასევე ასობით ადამიანი დაშავდა, 4 კი, დაიღუპა. რაც შეეხება ტრამპის გამოხმაურებას, მან კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადა. შეთანხმება ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გავრცელებას ზღუდავს, ასევე 2020 წლამდე განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის წევრ ქვეყნებს 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)