11:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 13:05:09, 2035 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში ირანის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შსს-ს იფნორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.

მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ.

„სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი "მეტადონი" და ნარკოტიკული საშუალება "კოდეინის" შემცველი 350 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics