02:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 18:47:28, 2360 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა.

 „საკმაოდ ახალგაზრდა კანდიდატია, კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეროვნული ბანკის კვალიფიციურ გუნდს  შეუერთდეს და საზღვარგარეთიდან მიღებული გამოცდილება გაუზიაროს“, -  განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ სხდომაზე და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში  (ვაშინგტონი) ფინანსურ ოფიცრად მუშაობდა; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics