2018-12-07 13:48:18, 1428 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ 16 დეკემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია თელავში გამართოს
„არაღიარებულ არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტი ბრჭყალებში ინაუგურაციაზე ცხადია, ჩვენ დასწრებას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს,
„ამის სურვილი არც არის ხელისუფლების მხრიდან არის. აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტური ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში“, - აღიშნა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი: ,