2018-12-07 10:22:06, 1205 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ
„ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში.
„ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია. მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით. კოჰაბიტაცია არ არსებობს, ეს არ არის კოჰაბიტაცია. პრეზიდენტი არავისთან კოჰაბიტაციაში არის, არის აბიტაციაში, შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას როგორც ვთქვი, პირველ რიგში საზოგადოებასთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ,